ფეხბურთი

19:08 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგოლაძეს “სლუცკში” კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს

ფორვარდმა უჩა გოგოლაძემ ბელარუსის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “სლუცკი” დატოვა. ამის შესახებ სლუცკელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი “სლუცკში” სომხური “ბანანციდან” გადავიდა და ბელარუსის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში გოლი არ გაუტანია. მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და “სლუცკის” ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმა.

0.114072