ფეხბურთი

18:54 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას მენეჯერი: “წინადადებები ესპანეთიდან და რუსეთიდან გვაქვს”

გიორგი ჭანტურიას მენეჯერმა კარლო კავალიერიმ ინტერნეტპორტალ hellaslive.it-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდება, რომ მის კლიენტს ახალი კლუბი მოუძებნოს.

კარლო კავალიერი: “კლუჟში” იჯარა ამოეწურა. რუმინულ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და მოთამაშეებს ხელფასს არ უხდის. ახლა სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდებით, რომ ახალი გუნდი მოვძებნოთ. ის ახლა საქართველოშია და ვარჯიშობს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ “ვერონაში” დაბრუნდეს?

- წინადადებები არ გვაკლია, განსაკუთრებით ესპანეთიდან და რუსეთიდან. მის მომავალს ყველა ერთად შესაფერის დროს გადავწყვეტთ.

- ტრავმა ბოლომდე მოირჩინა?

- ახლა სრულებით ჯანმრთელია. სექტემბრიდან მოყოლებული “კლუჟში” 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

- ჭანტურიას “ვერონაში” რა პერსპექტივა აქვს?

- ხელმოწერილი კონტრაქტის (4-წლიანი) და დახარჯული თანხის (1000000 ევრო) გათვალისწინებით, რომ “ვიტესიდან” შეეძინათ და როგორც “ჯენოასთვის”, ასევე, “პარმასთვის” ეჯობნათ, იმედია ის კლუბის გეგმებში შედის. ფეხბურთელი ამაყი იქნება, რომ “ვერონას” მაისურით იტალიის ლიგაში ითამაშოს.

0.122984