აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის futbol11.az-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი “გაბალა” მოლაპარაკებას საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაც თემურ ქეცბაიასთან აწარმოებს.
“გაბალას” რუმინელი დორინელ მუნტიანუ წვრთნიდა, რომელიც გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, გაბალელებს აზერბაიჯანის 10-გუნდიან პრემიერლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილი უკავიათ.
“გაბალასთვის” აზერბაიჯანის ფარგლებს გარედან მწვრთნელის მიწვევა უცხო არაა. ბოლო წლებში ამ გუნდში მუნტიანუს გარდა, ინგლისელ ტონი ადამსს, თურქ ფატიჰ კავლაკს და რუს იური სიომინს უმუშავიათ, თუმცა წარმატებას ვერცერთმა მიაღწია.