ფეხბურთი

14:15 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეპასეები

eurosport-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი პასის ავტორი, ყველასთვის მოულოდნელად, ჯორჯო კიელინი გახდა. იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯგუფურ ეტაპზე სულ 517 გადაცემა გააკეთა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, 5 საუკეთესო მეპასეთა შორის ვერ მოხვდა კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი. გასულ წლებში გადაცემათა რა რაოდენობასაც აგროვებდა "ბლაუგრანა", ყველასთვისაა ცნობილი.

კიელინიმ 26 გადაცემით აჯობა მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელ ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს. მესამე ადგილზე ალონსოს თანამემამულე, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასია (479 პასი), მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი შესაბამისად "რეალის" და "ბაიერნის" გერმანელი ფეხბურთელები ტონი კროოსი (465) და ჟერომ ბოატენგი (431) იმყოფებიან.

0.114095