საქართველოს თასის გათამაშებაში ჭადრაკში 3 ტური მიილია და ქულათა მაქსიმუმით 5 მონაწილე დაწინაურდა: ზურაბ ჯავახაძე (2411), დავით ჯოჯუა (2583), გიგა ყუფარაძე (2465), ნინო ხურციძე (2451) და თამაზ მგელაძე (2354).
გასულ ტურში ჯოჯუამ ივერი ჭიღლაძე (2340) დაამარცხა, ყუფარაძემ – ინგა ხურცილავა (2224), ხურციძემ – ირაკლი კელეპტრიშვილი (2182), ჯავახაძემ – ზვიად ფაცია (2095), ხოლო მგელაძემ – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2019).
მე-4 ტურში ხურციძე ჯოჯუას დაუპირისპირდება, ჯავახაძე – ყუფარაძეს, ხოლო ლუკა პაიჭაძე (2561) – მგელაძეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშება 9 ტურად მიმდინარეობს, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 12 ათასი ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.