ფეხბურთი

21:21 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ლიგის მოსაგებად მესი ან რონალდუ უნდა გყავდეს”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა ესპანურ გამოცემა ას-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გუნდს ისეთი ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესია.

“იუვენტუსს შეუძლია ევროპულ ასპარეზზე გამარჯვება, თუმცა ამისთვის მას მხოლოდ ერთი რამ აკლია - კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც გუნდი მინდორზე უკვე დაწინაურებული გადის.

რაც შეეხება “ოქროს ბურთს” – ეს პრიზი მე არ მომიგია და სხვა სათქმელი არაფერი მაქვს” – განაცხადა ჯიჯიმ.

ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის განმავლობაში არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა და არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კარიერის მთავარი მიზანი სწორედ ამ ჯილდოს მოგებაა. ყველაზე ახლოს ჯიჯი ლიგის თასის მოგებასთან 2003 წელს იყო, როცა მისმა “იუვენტუსმა” “მილანთან” ფინალური მატჩი პენალტების სერიით წააგო.

0.121747