ფეხბურთი

18:52 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი: “პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

პარიზის “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუიზმა “ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ (1:3) თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

ლუიზის თქმით, პარიზელებს ხელეწიფებათ ჩემპიონთა ლიგის მოგება და არც მერვედფინალური მეტოქის ვინაობას აქვს მნიშვნელობა.

“ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ეს ჩვენნაირი დიდი გუნდისთვის ერთადერთი მიზანია. პსჟ-ს ფილოსოფია ასეთია - მოვიგოთ ყველა შეხვედრა და სეზონის ბოლოს თასი.

შესაძლოა შევხვდეთ “რეალს”, ისევე როგორც სხვებს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძლიერია და შემადგენლობაც ამის შესაფერისი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. საერთოდ არ ვფიქრობთ, ვინ შეგვხდება შემდეგ ეტაპზე”, - განაცხადა ლუიზმა.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 13 ქულით დაასრულა, თუმცა ქულათა ეს რაოდენობა მხოლოდ მე-2 ადგილის დაკავებისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

0.135475