ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯალიუჯი ბუფონმა, ესპანურ გამოცემა As-სს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. მათ შორის ჯიჯიმ იკერ კასილასზე და პეტერ ჩეხის შესახებაც ისაუბრა.
“ჩვენ შორის დიდებული დაპირისპირებები გამართულა. იკერი ძალიან კარგი ბიჭია, ისევე როგორც ჩეხი, მაგრამ ჩვენ შორის სხვაობა ისაა, რომ მას არასდროს მიუღწევია მაღალი მიზნებისთვის თავის ნაკრებთან ერთად. თუმცა ბოლო წლებში ჩეხიც იმავე სიმაღლეზე ავიდა, რომელზეც მე და იკერი ვართ”, – განაცხადა ბუფონმა.
იკერ კასილასს 2010 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონს აღნიშნული ჯილდო იტალიასთან ერთად 2006 წელს დაუსაკუთრებია. ხსენებულ ტურნირებზე იკერიც და ჯიჯიც საუკეთესო მეკარეებად დაასახელეს.