ევროთასის მე-9 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) იტალიური “ფოქსთაუნ კანტუს” ამერიკელი ფორვარდი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა.
შეგახსენებთ, რომ კანტუელებმა, რომელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინიც ირიცხება, ფრანგული “დიჟონი” 89:63 გაანადგურეს და შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდეს.
რაც შეეხება ჯონსონ-ოდომს, მისი მონაგარი 31 ქულა (9-დან 7 სამქულიანი), 3 მოხსნა და 4 ჩაჭრა იყო, რამაც ამერიკელის სარბელიანობის კოეფიციენტი 40-მდე აიყვანა.
ფრანგული პარი-ლევალუას ცენტრის შეროდ ფორდის და იტალიური “ვირტუსის” ფორვარდის ბობი ჯონსის მაჩვენებლები იდენტური – 36 ბალი იყო, ხოლო რუსული “ხიმკის” ფორვარდის ტაილერ ჰონიკატის კოეფიციენტმა 31-ს უწია.