ფეხბურთი

15:22 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ორშაბათს დაწყვილდებიან

2014-2015 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის. უკვე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ცნობიალია 16 გუნდი, რომელიც სანუკვარი ჯილდოსთვის ბრძოლას თებერვლიდან გააგრძელებს.

მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა 15 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. კენჭისყრის ცერემონიას ჯანი ინფატინო, ჯორჯო მარკეტი და ფინალური მატჩის ელჩი გერმანელი კარლ-ჰაინც რიდლე წარუძღვებიან.

პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი გერმანიას ჰყავს. სამ-სამი გუნდებით არიან წარმოდგენილნი ინგლისი და ესპანეთი. საფრანგეთის ორ გუნდს ვიხილავთ 1/8 ფინალში, ხოლო თითო-თითო გუნდით იტალია, უკრაინა, პორტუგალია და შვეცარია წარსდგებიან.

ჯგუფური ტურნირი პირველი ადგილით დაასრულეს: “ატლეტიკო” (ესპანეთი), “რეალი” (ესპანეთი), “მონაკო” (საფრანგეთი), “დორტმუნდი” (გერმანია), “ბაიერნი” (გერმანია), “ბარსელონა” (ესპანეთი), “ჩელსი” (ინგლისი), “პორტუ” (პორტუგალია).

ჯგუფური ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს: “იუვენტუსი” (იტალია), “ბაზელი” (შვეიცარია), “ლევერკუზენი” (გერმანია), “არსენალი” (ინგლისი), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი), “შალკე” (გერმანია), “შახტარი” (უკრაინა).

მერვედფინალში ერთმანეთს მხოლოდ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები შეხვდებიან. ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები და ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ტურნირის ამ ეტაპზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

პირველ ადგილზე გასული გუნდები პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ, ხოლო განმეორებით მატჩს საკუთარ მოედანზე.

“ატლეტიკო” – სავარაუდო მეტოქეები: “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “სიტი”, პსჟ, “შალკე”, “შახტარი.”

ვერ შეხვდება: “იუვენტუსი”

საუკეთესო ბომბარდირი ლიგაზე: მარიო მანჯუკიჩი - 5 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ფინალისტი (1974, 2014)

“რეალი” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “სიტი”, პსჟ, “შალკე”, “შახტარი.”

ვერ შეხვდება: “ბაზელი”

საუკეთესო ბომბარდირი: ქარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ - 5 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: გამარჯვებული 10-ჯერ (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014)

“მონაკო” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, “სიტი”, “შალკე”, “შახტარი”

ვერ შეხვდება: “ლევერკუზენი”, პსჟ

საუკეთესო ბომბარდირი: აიმენ აბდენური, ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლუკას ოკამპოსი - 1 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ფინალისტი (2004)

“დორტმუნდი” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “სიტი”, პსჟ, “შახტარი”

ვერ შეხვდება: “არსენალი”, “ლევერკუზენი”, “შალკე”

საუკეთესო ბომბარდირი: ჩირო იმმობილე - 4 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: გამარჯვებული (1997)

“ბაიერნი” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “არსენალი”, პსჟ, “შახტარი”

ვერ შეხვდება: “სიტი”, “ლევერკუზენი”, “შალკე”

საუკეთესო ბომბარდირი: ტომას მიულერი, მარიო გიოტცე - 3 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ჩემპიონი 5-ჯერ (1974, 1975, 1976, 2001, 2013)

“ბარსელონა” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “სიტი”, “შალკე”, “შახტარი”

ვერ შეხვდება: პსჟ

საუკეთესო ბომბარდირი: ლიონელ მესი - 8 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: გამარჯვებული 4-ჯერ (1992, 2006, 2009, 2011)

“ჩელსი” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, პსჟ, “შახტარი”

ვერ შეხვდება: “შალკე”, “არსენალი”, “სიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: დიდიე დროგბა, სესკ ფაბრეგასი, ჯონ ტერი, ნემანია მატიჩი, ედენ აზარი - 2 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ჩემპიონი (2012)

“პორტუ” – სავარაუდო მეტოქეები: “იუვენტუსი”, “ბაზელი”, “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “სიტი” პსჟ, “შალკე”

ვერ შეხვდება: “შახტარი”

საუკეთესო ბომბარდირი: ჯექსონ მარტინესი - 5 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: გამარჯვებული 2-ჯერ (1987, 2004)

“იუვენტუსი” – სავარაუდო მეტოქეები: “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “ატლეტიკო”

საუკეთესო ბომბარდირი: კარლოს ტევესი - 3 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ჩემპიონი 2-ჯერ (1985, 1996)

“ბაზელი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “რეალი”

საუკეთესო ბომბარდირი: დერლის გონსალესი - 2 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: მეოთხედფინალი (1974)

“ლევერკუზენი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”

საუკეთესო ბომბარდირი: სონგ ჰიუნ მინი - 3 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ფინალისტი (2002)

“არსენალი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “დორტმუნდი”, “ჩელსი”

საუკეთესო ბომბრადირი: ლუკას პოდოლსკი, ალექსის სანჩესი, დენი უელბეკი - 3 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ფინალისტი (2006)

“მანჩესტერ სიტი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბარსელონა”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “ბაიერნი”, “ჩელსი”

საუკეთესო ბომბარდირი: სერხიო აგუერო - 5 გოლი.

“პარი სენ ჟერმენი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “მონაკო”, “ბარსელონა”

საუკეთესო ბომბარდირი: ედინსონ კავანი - 5 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ნახევარფინალი (1995)

“შალკე” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “ბარსელონა”, “პორტუ”

ვერ შეხვდება: “ჩელსი”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”

საუკეთესო ბომბარდირი: კლაას-იან ჰუნტელაარი - 3 გოლი.

“შახტარი” – სავარაუდო მეტოქეები: “ატლეტიკო”, “რეალი”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ჩელსი”

ვერ შეხვდება: “პორტუ”

საუკეთესო ბომბარდირი: ლუის ადრიანო - 9 გოლი.

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: მეოთხედფინალი (2011)

პირველი მერვედფინალური შეხვედრები 2015 წლის 17/18 და 24/25 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 10/11 და 17/18 მარტს.

0.113006