ფეხბურთი

15:02 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა

“ლივერპულმა” 20 წლის ინგლისელ შემტევს რაჰიმ სტერლინგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა და ხელფასი კვირაში 30 ათასიდან 70 ათას გირვანქამდე გაუზარდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო ახალ პირობებსა და კონტრაქტზე უარი განაცხადა.

მადრიდის “რეალი” კი მზადაა, სტერლინგის შესაძენად დიდი ფული გადაიხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com -ი ავრცელებს

სტერლინგს მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 15 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.132137