ფეხბურთი

12:03 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ მარსელოზე ისაუბრა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა დუნგამ, ჟურნალისტებთან საუბარში მადრიდის “რეალის” ბრაზილიელ მარცხენა მცველ, მარსელოზე ისაუბრა და გააკრიტიკა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

“რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევას ამწვავებენ და თამაშს სანახაობრივს ხდიან, მაგრამ ეს შედეგზეც უნდა აისახოს. გაიხსენეთ მარსელო მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში რამდენჯერ ჩაერთო შეტევებში? 20-ჯერ, მაგრამ ვერც გოლის და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ შეძლო და ვფიქრობ, ამ პრობლემის დასანახად დიდი დაკვირვება არაა საჭირო”, - განაცხადა დუნგამ.

დუნგა ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა და მან ამ პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ დუნგას მოსვლის შემდეგ ბრაზილიამ 6 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და აქედან არცერთ შემთხვევაში, მარსელო ნაკრებში არ გამოიძახა.

0.133163