კალათბურთი

3:45 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელები ფრთხილობენ – საქართველოს ყველას გაოცება შეუძლია

“თუკი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით ჩამოვა, მათ ყველას გაოცება შეუძლიათ”, - ასე გამოეხმაურა სლოვენიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იურე ზდოვცი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრის შედეგებს, რომლის თანახმადაც სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები ზედიზედ მე-3 ევრობასკეტზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

ზდოვცის კომენტარი ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მან სხვა მეტოქეებიც შეაფასა: “ძნელი სათქმელია, წილისყრის დროს რამდენად გაგვიმართლა. ტურნირისთვის ახალი სისტემა იქნა შემუშავებული და ეს, ბევრ რამეს ცვლის. შესაძლოა, ჯგუფში ბრწყინვალედ ითამაშო, შემდეგ კი, 1 მატჩი წააგო და ყველაფერი დასრულებული იქნება.

ჩვენი მეტოქეებიდან ჰოლანდიის გარდა, ყველას ვიცნობთ. ხორვატია შინ თამაშობს და უმთავრესი ფავორიტი იქნება. ძლიერი გუნდი ჰყავთ ბერძნებსაც. გამიჭირდება მაკედონიის ნაკრების შეფასება. მათ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა, ამდენად, ევრობასკეტზე რა გუნდით ჩამოვლენ, ძნელი სათქმელია”.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩებს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მიიღებს, საქართველოს და სლოვენიის მატჩი კი, ჯგუფური ეტაპის მე-2 დღეს, 6 სექტემბერს შედგება.

0.118947