ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის მე-2 ლიგის ერთ-ერთ ლიდერ “პლანასა ნავარას” დაუხვდა და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულითაც უგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 60:62 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24:03 წუთი გაატარა და თავის გუნდში ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო. ბექას მონაგარი 14 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი იყო.
ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდის კლუბმა თერთმეტ მატჩში მეშვიდედ წააგო და 15-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფება. 14 დეკემბერს “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “კოკინასს” ესტუმრება.