როგორც ESPN-ი იუწყება, “ბრუკლინის” ხელმძღვანელობა დერონ უილიამსის, ჯო ჯონსონის და ბრუკ ლოპესის გაცლას გეგმავს. ჯერჯერობით კლუბის ხელმძღვანელობის გეგმის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
როგორც ჩანს, კლუბის მმართველები უკმაყოფილონი არიან გუნდის შედეგებით. მიმდინარე სეზონში “ბრუკლინს” 8 მოგება და 11 წაგება აქვს. ამ მაჩვენებლით ნიუ იორკული კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.