ფეხბურთი

15:51 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბუიტენი გერმანელ გულშემატკივარს დაემშვიდობება

დღეს, “ბაიერნი”-ცსკას მატჩამდე ბელგიელი მცველი ვან ბუიტენი “ბაიერნის” ქომაგს დაემშვიდობება. აღნიშნულ ინფორმაცის მიუნხენელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ბაიერნის” მაისურით 8 წელი ვითამაშე. ჩვენ გვაქვს გულშემატკვირებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. მოხარული ვარ, რომ მომეცემა შანსი ფანებს დავემშვიდობო, ეს ძალიან კარგია”- განაცხადა ვან ბუიტენმა.

36 წლის ვან ბუიტენმა კარიერა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამთავრა. ის “ბაიერნში” 2006-2014 წლებში თამაშობდა. ბელგიელმა “ბაიერნის” მაისურით 158 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

0.136661