ფეხბურთი

11:17 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბასტიას” პრეზიდენტი დააპატიმრეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის აუტსაიდერის “ბასტიას” პრეზიდენტი პიერ-მარი ჟერონიმი ფინანსურ მაქინაციაშია ბრალდებული და პატიმრობაში იმყოფება.

BBC-ის ცნობით, პოლიცია გამოძიებას ორი მიმართულებით აწარმოებს. სამართალდამცავების ვარაუდით, ახალგაზრდული გუნდისათვის ხელოვნურსაფარიანი მოედანის მშენებლობაზე ფულის გათეთრება ხდებოდა და მსგავს დარღვევებს ჰქონდა ადგილი გუნდების მგზავრობებზე გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით.

კლუბში ადასტურებენ, რომ კორსიკის მთავარი პროკურორი ჟერონიმს ორშაბათს დაკითხავს და გამოძიების დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

თეგები“ბასტია”
0.110882