კალათბურთი

10:50 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ “ოკლაჰომას” 7 ქულა ჩაუგდო

“ოკლაჰომა სითი თანდერმა” შინ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” 114:101 დაამარცხა.

ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე საკმაოდ სოლიდური დრო დაჰყო 29 წუთი და 37 წამი. ფაჩულიამ გუნდს 7 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მილუოკის ცენტრმა” 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.

“მილუოკს” 11 მოგება და 12 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.115329