“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, ლეონარდი ჟარდიმი “ზენიტთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ “მონაკოსი”, არამედ მთლიანად ფრანგული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო.
“დღევანდელი (გუშინდელი) გამარჯვება არა მხოლოდ “მონაკოსი”, არამედ მთლიანად ფრანგული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. აგვისტოში, კენჭისყრის დასრულებისას ბევრი ჯგუფის ყველაზე სუსტ გუნდად გვთვლიდა, თუმცა ჩვენ პირველ ადგილზე გავედით.
“ზენიტთან” შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. პირველ ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა, რიგ მომენტებში აგრესია გვაკლდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და საბედნიეროდ ყველაფერი იდეალურად წარიმართა.
ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვიყავით. ვიცოდით “ზენიტის” სუსტი და ძლიერი მხარეები. მათ ტოპ ნახევარდაცვა ჰყავთ და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ მათთვის თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მიგვეცა. მთლიანად ჯგუფიც ძალიან ძლიერი იყო და მოხარული ვარ ასეთი შედეგით. აგვისტოში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ბევრი “მონაკოს” მომავალს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ჩვენ საპირისპირო დავამტკიცეთ. ეს არის ფეხბურთელების გამარჯვება”, - განაცხადა გახარებულმა ჟარდიმმა.
შეგახსენებთ, რომ “მონაკომ” C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.