საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში რჩება და მორიგ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.
ბასილაშვილს პირველი განთესვა გააჩნია და საწყის მატჩში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ინდოელ სუმიტ ნაგალს ეთამაშება.
ტურნირს უკვე გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც მე-4 რეიტინგის მქონე ბრიტანელ დანიელ სმეტჰარსტთან 0:6, 3:6 წააგო.
წყვილებში მეტრეველი და რუსი ევგენი კარლოვსკისთან ბელარუსულ დუეტთან (ფილინი-იაციკი) 6:2, 3:6, 4:10 დამარცხდნენ.