ჩოგბურთი

14:03 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ისევ ანტალიურ ტურნირში ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და მიმდინარე კვირაში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.

მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ ფედერიკა პრატის ეთამაშება, ხოლო სოფო ქვაცაბაია (მე-5 განთესვა) რუმინელ ანდრეა გიტესკუს დაუპირისპირდება.

წყვილებში ქართველთაგან მხოლოდ თამარ ჭალაგანიძე ითამაშებს, რომელიც რუს კსენია დმიტრიევასთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი. ისინი პირველ წრეში რუს ლავრიკოვას და იტალიელ პრატის გაეჯიბრებიან.

ერთეულთა კვალიფიკაციაში ჭალაგანიძეს მე-2 განთესვა გააჩნდა, თუმცა, რუმინელ ოანა გავრილასთან 1:6, 1:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.121469
სარეკლამო ადგილი - 99
X x X