დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მორიგი მატჩი ჩაატარა და კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდთან 68:75 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 14 წუთს ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ ააცილა.
სან დიეგოელებს სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ. “ტორეროსი” მომდევნო თამაშს 11 დეკემბერს “სანტა ბარბარასთან” ჩაატარებს.