ფეხბურთი

12:49 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას აბსოლუტური მაჩვენებელი, ანანიძე განაცხადს მიღმა

ყაზანის “რუბინი”, რომელშიც სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, ზამთრის შესვენებაზე გამარჯვებით გავიდა.

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-17 ტურში, ყაზანელებმა სტუმრად სარანსკის “მორდოვია” 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის 41-ე წუთზე ედუარდომ გაიტანა. ცენტრალურმა მცველმა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 22 წლის მცველმა რუსეთის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე 17-ივე შეხვედრა სრულად ჩაატარა. “რუბინის” კიდევ ერთი ქართველი უკანახაზელი მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო, მაგრამ არ უთამაშია. “რუბინი” 27 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.

მოსკოვის “სპარტაკმა” შინ ეკატერინბურგის “ურალს” 2:0 აჯობა. შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოველთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. მან ერთი დღით ადრე “სპარტაკის” დუბლშემადგენლობაში ითამაშა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ ანანიძემ სხვა კლუბი არ მოძებნა, მას მოსკოველთა რიგებში საასპარეზო პრაქტიკა არ ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066011