“ცხადია, ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანში გვაქვს, თუმცა, ურთულესად დასაძლევი მეტოქეები შეგვხვდა. ხორვატია საშინაო კედლებში ითამაშებს, ქომაგები არ დააკლდება სლოვენიას, მაკედონიასა და საბერძნეთსაც. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის სტარტის წინ ჩვენი ბიჭები სათანადო ფორმაში იყვნენ და ტრავმებიც თავიდან ავიცილოთ. განსაკუთრებით, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის მანუჩარ მარკოიშვილის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა დავიმატოთ უცხოელი მაღალი კლასის გამთამაშებელი. ამის გაკეთების გარეშე დასახული ამოცანის გადაჭრა ერთი-ორად გართულდება”, - გვითხრა საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, რომელსაც ევროპის 2015 წლის საკალათბურთო პირველობის კენჭისყრის შედეგების კომენტირება ვთხოვეთ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ზაგრები უმასპინძლებს.