ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. “სენ მერიზე” “საუთჰემპონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
“წმინდანებმა” ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგეს ძლიერ გუნდებთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ურიგო შტაბედჭიდილება რონალდ კუმანის გუნდს არცერთ შეხვედრაში არ დაუტოვებია. შეხვედრა მასპინძელთათვის ძალიან ცუდად დაიწყო, ცენტრალური მცველი, ჟოზე ფონტე ფორსტერს უბრუნებდა ბურთს, მაგრამ ამის ნაცვლად რობინ ვან პერსი გაიყვანა ერთი-ერთზე, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. “საუთჰემპტონი” უმალ გააქტიურდა და მალე სადიო მანეს ჰქონდა მომენტი, რომელიც მთელი შეხვედრა ძალიან აქტიური იყო და კარგი შტაბეჭდილება დატოვა. 31-ე წუთზე წონასწრობა აღდგა, დუშან ტადიჩის დარტყმული მცველს მოხვდა, ბურთი გრაციანო პელეს მიუვიდა და იტალიელმა ახლო მანძილიდან დალაშქრა დე ხეას კარი. აღსანიშნავია, რომ “წითელ ეშმაკებს” პირველ ნახევარში ორი მცველი დაუშავდათ და დაცვის ცენტრში დადგომა კვლავ კერიკს მოუწია.
მეორე ტაიმის მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და 52-ე წუთზე დუშან ტადიჩს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დე ხეამ უკუაგდო. “წმინდანები” უფრო აქტიურობდნენ, ბურთსაც მეტხანს ფლობდნენ და შეტევებსაც მეტად ცდილობდნენ, ხოლო “იუნაიტედი” თავის შანსს ელოდა, რომელიც 71-ე წუთზე დადგა – უეინ რუნიმ საჯარიმო დარტყმიდან შორეულ ძელთან ჩამოაწოდა, სადაც ბურთს რობინ ვან პერსი დახვდა და დუბლი გაიფორმა. დარჩენილ დროში ძალიან კარგი მომენტი შეექმნა გრაციანო პელეს, მაგრამ ესპანელმა მეკარემ კვლავ იყოჩაღა და იტალიელს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა - 1:2. ლუის ვან გაალის კრებულმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და მე-3 პოზიციაზე აღზევდა, ხოლო “წმინდანებმა” ზედიზედ მესამედ წააგეს და მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ.
საუთჰემპტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (1:1)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, იოშიდა, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა, დევისი, ტადიჩი (ჰასკეტი 70), ლონგი (მაიუკა 79), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
მანჩესტერ იუნაიტედი (3-1-4-2): დე ხეა, მაკნაირი (ერერა 39), სმოლინგი (ევანი 18), როხო, კერიკი, მატა (ფლეტჩერი 89), ფელაინი, იანგი, ვალენსია, რუნი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1;1:2 ვან პერსი (12;71), 1:1 პელე (31).
გაფრთხილებები: მანე, ფონტე – რუნი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. აუსტინი (ქპრ) - 8.