ფეხბურთი

20:54 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” მირანდა და ანსალდი არ ეყოლება

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველები, ჟოაო მირანდა და კრისტიან ანსალდი ტრავმების გამო, ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრას გამოტოვებენ.

მირანდა სამი კვირის უკან სანაკრებო პაუზაზე დაშავდა. ბრაზილიელის დაბრუნება აქამდე იგეგმებოდა, თუმცა ის ტურინში არ გაემგზავრა. რაც შეეხება ანსალდის, არგენტინელი გასულ კვირას ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა და “ელჩესთან” მოგებული შეხვედრა გამოტოვა. მირანდას კვლავ ხოსე ხიმენესი შეცვლის, ხოლო ანსალდის – გილერმე სიკეირა.

დიეგო სიმეონემ ტურინში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: ობლაკი, მოია;
მცველები: ხუანფრანი, გამესი, ხიმენესი, გოდინი, სიკეირა;
ნახევარმცველები: ტიაგო, სუარესი, გაბი, კოკე, თურანი, საული, როდრიგესი, გარსია;
თავდამსხმელები: ჩერჩი, გრიზმანი, ხიმენესი, მანძუკიჩი.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება სამშაბათს 23:45 წუთზე დაიწყება.

0.145729