მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა სებასტიან როდემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ”ბაიერნში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
“არ ვნანობ “ბაიერნში” გადასვლას და კმაყოფილი ვარ იმ სათამაშო დროით, რომელსაც გვარდიოლა მაძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა ბევრს ვიშრომებ იმისათვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო”, - განაცხადა ფეხბურთელმა.
24 წლის სებასტიან როდე “ბაიერნს” ზაფხულში “აინტრახტიდან” შეუერთდა. მას ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.