ფრანგული L"Equipe-ის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ხავიერ პასტორე კლუბთან კონტრაქტს 2018 წლის ივლისამდე გააფორმებს.
ფეხბურთელსა და პსჟ-ს შორის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება და ნახევარმცველის აგენტი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ახალ დეტალებს ათანხმებს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 4 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. სულ კი პსჟ-ს რიგებში 155 შეხვედრა ჩაუტარებია, გაიტანა 29 გოლი და 28 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.