“ლივერპულს” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ნაპოლის” არგენტინელი თავდამსხმელის გონსალო იგუაინის შეძენა სურს და ამისთვის მზადაა იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი დათმოს.
აღნიშნულ ინფორმაციას Daili mail-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, მარიო ბალოტელი მერსისაიდელთა რიგებს ზაფხულში “მილანიდან” შეუერთდა და ჯერჯერობით ვერ ახერხებს სასურველ ფორმაში ჩადგომას. მას მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში არცერთი გოლი არ აქვს გატანილი.