მადრიდის “რეალის” უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა Telefoot-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” მოგებას მისი პორტუგალიელი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.
“რონალდუ წელს ფანტასტიკურ ფორმაშია და იმსახურებს გახდეს კიდევ ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი”, - განაცხადა ბეილმა.
კრიშტიანუ რონალდუს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლია.