მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს, სანტი კასორლას ტრანსფერს მიუბრუნდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კვლავ ეცდება 29 წლის ნახევარმცველის გადაბირებას. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონი ფუნტია.
მიმდინარე სეზონში კასორლამ “არსენალის” რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.