კალათბურთი

0:07 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

“როზეტო შარქსის” ქართველმა ლეგიონერმა გიგა ჯანელიძემ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. როზეტოელებმა იტალიის რანგით მე-3 ლიგაში სტუმრად “ფერარა” 69:62 დაამარცხეს, ჯანელიძეს კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (17) ჰქონდა.

საინტერესოა, რომ “შარქსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო ტრულომ მხოლოდ 6 (!) კალათბურთელი დაასაქმა, გიგა კი სასტარტო ხუთეულში იყო და 33:13 წუთში 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ჯანელიძემ 10-დან 7 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებმა 8 მარცხის ფონზე მე-3 მოგება იზეიმეს, თუმცა, კვლავ აუტსაიდერთა რიგებში რჩებიან. გიგას გუნდი მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, შინ, “ომენასთან” ჩაატარებს.

მოედანზე არ გამოჩენილა ნიკა მეტრეველი, რომლის “ნაპოლიც” სტუმრად “ტრაპანისთან” 82:85 დამარცხდა და მე-11 ტურში 7 წაგება მოუგროვდა. 14 დეკემბერს ნეაპოლელები ისევ გასვლით მატჩში “ფილენის” გაეჯიბრებიან.

ჯანელიძის "დანქი" "ფერარასთან" მატჩში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124928