ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღემ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა.
მიმდინარე სეზონში შესანიშნავად მოთამაშე “ვესტ ჰემმა” უელსური “სუონსი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის დებიუტი სტუმრების გამოდგა და მშვენიერი კომბინაცია მე-19 წუთზე ვილფრიდ ბონიმ დააგვირგვინა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ 41-ე წუთზე წონასწორობა ენდი კეროლმა აღადგინა თავური დარტყმით. მისი დამსახურებაა მეორე გატანილი გოლიც, მასპინძელთა კუთხურისას კვლავ ენდიმ იყოჩაღა და ყველას აჯობა, მისი დარტყმულის გამოტანას ბრიტონი შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ავტოგოლი მიითავალა. აქედან ერთ წუთში “გედებს” მეკარე, ლუკაშ ფაბიანსკი გაუძევეს და დარჩენილი 20 წუთი კაცნაკლული თამაში მოუწიათ, რითაც “ჩაქუჩებმა” ისარგებლეს და დიაფრა სახომ 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. “ვესტ ჰემი” 27 ქულით მე-3 ადგილზეა.
წარუმატებელი სერიის შემდეგ ფორმაში შევიდა “ასტონ ვილა” და ზედიზედ მე-5 შეხვედრა არ წააგო. ბირმინგემელები თავიდან ულოას გოლით მარცხდებოდნენ, თუმცა კლარკისა და ჰატონის გოლებით შეხვედრა შემოაბრუნეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს – 2:1.
ტური ხვალ ძალიან საინტერესო შეხვედრით დასრულდება. “საუთჰემპტონი” შინ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდება.
ვესტ ჰემი – სუონსი 3:1 (1:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი (ო’ბრიენი 79), კუაიტე (კოლინსი 86), სონგი, დაუნინგი, ნოლანი, ვალენსია (სახო 46), კეროლი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ბერტლი, უილიამსი, რანხელი (დაიერი 86), რიჩარდსი, კი, ბრიტონი (ტრემელი 70), რუტლიჯი, სიგურდსონი, მონტერო (გომისი 75), ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 0:1 ბონი (19), 1:1 კეროლი (41), 2:1 ბრიტონი (67 ს.კ.), 3:1 სახო (87).
გაფრთხილებები: რუტლიჯი
გაძევება: ფაბიანსკი 68.
მსაჯი: კრის ფოი
ასტონ ვილა – ლესტერი 2:1 (1:1)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, სისოკო, ვესტვუდი (რიჩარსონი 44), კლევერლი (გრელიში 62), სანჩესი, აგბონლაჰორი, ნ’ზოგბია (ბაკუნა 76), ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მური, ვასილევსკი, სიმპსონი, კონჩესკი, კამბიასო, ჯეიმსი, მაჰრეზი, შლუპი (ოლბრაიტონი 78), ვარდი (ვუდი 66), ულოა (ნუჯენტი 46).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გოლები: 0:1 ულოა (13), 1:1 კლარკი (17), 2:1 ჰატონი (71).
გაფრთხილებები: ნ’ზოგბია, სანჩესი, ჰატონი, აგბონლაჰორი – ვარდი, კამბიასო, შლუპი
გაძევება: კონჩესკი 80.
მსაჯი: კრეიგ პაუსონი