“ლიონის” ნახევარმცველმა ნაბილ ფეკირმა კარიერა შესაძლოა “არსენალში” განაგრძოს. ამ ინფორმაციას Daily Express ავრცელებს.
“არსენალი” დაინტერესებულია, 21 წლის ფრანგი შემტევი 10 მილიონ ევროდ საკუთარ რიგებში გადაიბიროს. ფეკირმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. ნახევარმცველი “ლიონში 2013 წლიდან ირიცხება. ფეკირი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.