მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ძალიან მოსწონს “იუვენტუსის” მცველის ლეონარდო ბონუჩის თამაში – შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის შემდგომ, ბონუჩი “ბაიერნის” რიგებში ვიხილოთ. ინფორმაციას goal.com ავრცელებს.
27 წლის ბონუჩი “ბებერი ქალბატონების” რიგებს 2010 წელს, “ბარიდან” შეუერთდა. მას სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლიც აქვს გატანილი.