კალათბურთი

14:01 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიშერს მე-8 ტურის MVP-ს ტიტული ერგო

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევროლიგის გასული მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე ყაზანის “უნიკსის” წევრი დ’ორ ფიშერი გახდა.

რუსულმა კლუბმა სტუმრად იტალიური “დინამო სასარი” 72:68 დაამარცხა, ამერიკელმა ცენტრმა კი 37 წუთში 23 ქულა (11-დან 10 ზუსტი ორქულიანი), 15 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შედეგად, ფიშერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 43-ს უწია, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

ისიც ვთქვათ, რომ “მაკაბის” ფორვარდ დუეინ სმიტს ეფექტიანობისთვის 28 ბალი მოუგროვდა, “ცრვენა ზვეზდას” ცენტრ ბობა მარიანოვიჩს, “ნიჟნი ნოვგოროდის” გამთამაშებელ ტეილორ როჩესტის, “რეალის” უკანახაზელ სერხიო როდრიგესს და “ლიმოჟის” მცველ ჯამარ სმიტს კი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 25 ჰქონდათ.

0.113831