“დეტროიტმა” ზედიზედ მე-11 მატჩი წააგო, დეტროიტელები ამჯერად “ფილადელფიასთან 101:108 დამარცხდნენ. თავის მხრივ, “ფილადელფიამ” რეგულარულში მეორე მატჩი მოიგო.
მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე “დეტროიტი 100:97 იგებდა, მაგრამ “ფილადელფიის” ფორვარდმა ჰოლინს ტომპსონმა 3-ქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში “დეტროიტს” არაფერი გამოსდიოდა, გუნდს არ მისდიოდა სროლა და რიგ ეპიზოდებში არც უმართლებდა, საბოლოოდ “ფილადეფიამ” ოვერტაიმი 8:1 მოიგო. “ფილადელფია” და “დეტროიტი” აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერები არიან, გუნდები კონფერენციაში შესაბამისად მე-14 და მე-15 ადგილს იკავებენ.
“გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა. რაც კლუბის რეკორდია. ამჯერად კალიფორნიელებმა “ჩიკაგო ბულზი” 112:102 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მექულე “გოლდენ სტეიტის ფორვარდი დრაიმონდ გრინი გახლდათ 31 ქულით, ხოლო მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე “ჩიკაგოს” ცენტი პო გასოლი გახლდათ 22 ქულით და 20 მოხსნით. “გოლდენ სტეიტს” 17 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
“სან ანტონიო სპურსმა” ტონი პარკერის და მანუ ჯინობილის გარეშე “მინესოტას” 22-ქულიანი სხვაობით სძლია -123:101. ტონის მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული, მანუ მარცხენა მხარს იტკიებს. პარკერი ღირსეულად შეცვალა იტალიელმა გამთამაშებელმა მარკო ბელინელიმ, რომელმაც გუნდს 20 ქულა და 6 პასი შესძინა. პოპოვიჩის შეგირდებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს. “სან ანტონიოს 6 კალათბურთელმა მოახერხა 10 და მეტი ქულის მოგროვება. მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა - “სან ანტონიო” დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა. “მინესოტა” აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია, გუნდი უკანასკნელ მე-15 ადგილზე იმყოფება. “მინესოტას” აშკარად აკლია ესპანელი გამთამაშებელი რიკი რუბიო, რომლის დაბრუნებასაც იანვარში ვარაუდობენ.
“კლიპერსმა” “ნიუ ორლეანს” 20 ქულით მოუგო. “კლიპერსში” გამორჩეული იყო ბლეიკ გრიფინი (30 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი). “კლიპერსი დასავლეთ კონფერენციაში მეექვსეზეა, ამავე კონფერენციაში ნიუ ორლეანი მე-11 ადგილს იკავებს
“დეტროიტ პისტონსი” –“ფილადელფია” 101:108 (30:28, 24:23, 23:31, 23:18 ო.ტ. 1:8)
“დეტროიტი”: სმიტი (23 ქ. 8 მ.), სინგლერი (21 ქ. 6 მ.), მონრო (15 ქ. 9 მ.), კალდველ-პოპე (9 ქ. 6 მ.), მარტინი (9 ქ.), ჯენინგსი (8 ქ. 6 პ. 5 მ.), დრამონდი (7 ქ. 8 მ.), აუგუსტინი (6 ქ.), ბატლერი (3 ქ.)
“ფილადელფია”: კოვინგტონი (25 ქ. 6 მ.), კარტერ-უილიამსი (20 ქ. 15 პ. 8 მ.), მბა ა მუტე (14 ქ. 11 მ.), ტომპსონი (13 ქ.), სიმსი (9 ქ.), ნოელი (9 ქ. 8 მ.), მაკდენიელსი (6 ქ.), გრანტი (4 ქ.), სემპსონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=Kyq9d4bnyjA
“ჩიკაგო ბულზი” – “გოლდენ სტეიტ ვორიორსი” 102:112 (28:22, 33:27, 18:31, 33:22)
“ჩიკაგო”: ბატლერი (24 ქ.), გასოლი (22 ქ. 20 მ.), ნოა (16 ქ.), გიბსონი (12 ქ. 7 მ.), ჰაინრიხი (10 ქ.), როუზი (9 ქ.), დანლივი (6 ქ.), ბრუქსი (3 ქ.)
“გოლდენ სტეიტი”: გრინი (31 ქ. 7 მ.), ტომპსონი (24 ქ.), კარი (19 ქ. 7პ. 6 მ.), ბარნსი (11 ქ.), სფეიტსი (11 ქ.) ლივინგსტონი (6 ქ.), იგუადალა (6 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 12 მ.)
https://www.youtube.com/watch?v=Nw7C6zbRIAU
“ჰიუსტონ როკეტსი” – “ფინიქს სანსი” 100:95 (35:18, 25:23, 20:26, 20:28)
“ჰიუსტონი”: ბევერლი (19 ქ. 6 მ.), არიზა (19 ქ. 7 მ.), მონტეიუნასი (16 ქ. 11 მ.), ჰარდენი (15 ქ. 12 მ.), ტერი (13 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), ბლექი (6 ქ.), დორსი (4 ქ.)
“ფინიქსი”: ბლედსოუ (23 ქ.), გრინი (16 ქ. 5 მ.), დრაგიჩი (13 ქ. 6 პ.), ტაკერი (15 ქ. 8 მ.), ლენი (9 ქ.), მარკუს მორისი (6 ქ.), უორენი (5 ქ.), მარკიეფ მორისი (4 ქ. 7 მ.), პლამლი (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=pD-Q7piu7H0
“სან ანტონიო” – “მინესოტა ტიმბერვულვზი” 123:101 (31:23, 37:28, 28:25, 27:25)
“სან ანტონიო”: ბელინელი (20 ქ. 6 პ.), ლეონარდი (18 ქ.), ჯოზეფი (18 ქ. 5 პ.), დიაო (17 ქ.), დანკანი (13 ქ. 10 მ. 5 პ.), გრინი (11 ქ. 8 მ.), ბაინსი (5 ქ. 5 მ.), ანდერსონი (3 ქ.)
“მინესოტა”: ლევაინი (22 ქ. 10 პ.), მუჰამადი (20 ქ.), იანგი (14 ქ.), ბენეტი (14 ქ.), დიენგი (8 ქ. 7 მ.), რობინსონი (7 ქ.), უიგინსი (6 ქ.), ბრიუვერი (7 ქ.), ბადინგერი (7 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=BE8yJcfehOM
“საკრამენტო კინგი” – “ორლანდო მეჯიქი” 96:105 (27:27, 22:25, 17:25, 30:28)
“საკრამენტო”: კოლინსი (22 ქ. 4 პ.), ტომპსონი (18 ქ. 9 მ.), გეი (16 ქ. 6 პ.), უილიამსი (14 ქ.), ჰოლინსი (5 ქ.), ევანსი (3 ქ.), კასპი (4 ქ.), ლენდრი (2 ქ.)
“ორლანდო”: ჰარისი (27 ქ. 4 .), ოლადიპო (16 ქ. 7 პ. 5 მ.), ფურნიე (15 ქ. 6 მ.), ო’ქუინსი (13 ქ.), გორდონი (11 ქ.), ფეიტონი (8 ქ. 6 პ.), დედმონი (5 ქ.), გრინი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=k15RBBkd5hk
“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ნიუ ორლეან ჰორნეტსი” 120:100 (34:18, 20:36, 39:24, 27:22)
“კლიპერსი”: გრიფინი (30 ქ. 7 მ. 5 პ.), რედიკი (21 ქ.), კროუფორდი (20 ქ.), პოლი (18 ქ. 16 პ. 6 მ.), ბარნსი (14 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 18 მ.), თურქოღლუ (8 ქ.), დევისი (2 ქ.)
“ნიუ ორლეანი”: დევისი (26 ქ.), ანდერსონი (16 ქ.), ევანსი (13 ქ. 6 მ.) ბაბიტი (12 ქ.), აშიკი (10 ქ. 10 მ.), ჰოლიდეი (7 ქ.), რივერსი (8 ქ.), აჟინცა (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=r1lFYHLYNBg