“რეალის” კოლუმბიელმა შემტევმა ხამეს როდრიგესმა “სელტასთან” (3:0) მატჩში ტრავმა მიიღო. 52-ე წუთზე კოლუმბიელი წვივის კუნთმა შეაწუხა და შეცვლა მოითხოვა. ხამესი ალვარო არბელოამ შეცვალა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია როდრიგესის ტრავმა.
“როდრიგესი უახლოეს დღეებში გაივლის შემოწმებას, ასეთი დაზიანებები ხდება, რომცა კალენდარში ამდენი თამაშია.”- AFP კარლო ანჩელოტის სიტყვებს ციტირებს.
მალე “რეალი” ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, რომელიც მაროკოში 10-დან 20 დეკემბრამდე გაიმართება