“მანჩესტერ სიტის” პრობლემები არ ელევა. გუშინ, “ევერტონთან” მატჩის მე-7 წუთზე ტრავმა მიიღო გუნდის არგენტინელმა ლიდერმა სერხიო აგუერომ, რომელმაც მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა აგუერო ოთხშაბათს “რომას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში თამაშს, თუმცა, დიდი ალბათობით, მანუელ პელეგრინის მისი იმედი ვერ ექნება. არგენტინელის ტრავმის თაობაზე “ევერტონთან” გამართული მატჩის დამთავრების შემდეგ, კომენტარი თავად ჩილელმა სპეციალისტმაც გააკეთა.
“ამ დროისთვის შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, რა სიმძიმის ტრავმა აქვს სერხიოს, თუმცა 3 დღეში გამოჯანმრთელება ძალიან გაუჭირდება. მის გარეშე რომში თამაში ძალზე გაგვიძნელდება” – განაცხადა პელეგრინიმ.
აგუეროს გარდა, “რომასთან” ინგლისელებს ტრავმების გამო შესაძლოა კიდევ ორი ლიდერი, დავიდ სილვა და ვინსენ კომპანიც დააკლდეს.