მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკ რიბერის ეული გოლით სძლია "ლევერკუზენს" და ალბათ, ინტრიგაც მოსპო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. არა, პეპ გვარდიოლას გუნდი ისედაც აშკარად ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ვინ იცის, ცხრილში სიტუაცია დაძაბულიყო "ლევერკუზენის" მოგების შემთხვევაში. არანაირად – მიუნხენელები ექსპრესივით არიან და ტოლი არ ჰყავთ ბუნდესლიგაში. ისე, მაინც ყოჩაღ როჯერ შმიდტის გუნდს, კარგად ეთამაშნენ ქვეყნის საუკეთესო კლუბს.
"ვოლფსბურგმა" 3:1 იმარჯვა ჰანოვერში და მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ სამი საგოლე პასი და ერთგვარი ჰეთ-თრიქი მიითვალა ხორვატმა ივან პერიშიჩმა.
გოლების მხრივ ჰეთ-თრიქი სხვა მატჩში შესრულდა: "შალკემ" "შტუტგარტს" სტუმრად 4:0 სძლია და კამერუნელმა ჩუპო-მოტინგმა სამჯერ დაამწუხრა მასპინძლები. "შალკეს" გასვლებზე უჭირდა და ამჯერად მოახერხა ნავსის გატეხვა.
მესამე ადგილზე კი "აუგსბურგი" გადავიდა, რომელიც ცუდ ფორმაში მყოფ "კიოლნს" ესტუმრა და ბოლო წუთზე ეშვაინის გატანილი გოლით მოიგო.
"გლადბახი", რომელსაც ბოლო ტურები ჩაუვარდა, ამჯერად გახარებული დარჩა: "ჰერტას" 3:2 აჯობა.
გლადბახი-ჰერტა 3:2 (1:1)
გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი, დომინგესი, იანჩკე, კორბი, თორგან აზარი (ჯონსდონი 84), კრამერი, ჰერმანი, ჯაკა, მაქს კრუზე (ჰანი 88), რაფაელი (ტრაორე 64)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ბრუქსი, ბენ-ჰატირა (კალუ 72), ვან დერ ბერგი, ჰეგელერი, ჰასოგაი (ნიმაიერი 72), შულცი (რონი 28), შკიელბრედი, ბერენსი, შიბერი
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლები: 1:0 იანჩკე (9), 1:1 შულცე (45), 2:1 რაფაელი (53), აზარი (83), 3:2 კალუ (90+2)
გაფრთხილება: ჰეგელერი (9), ჰასოგაი (55), ჯაკა (68), შკიელბრედი (80), იანჩკე (0+1)
მსაჯი: ფრიცი
კიოლნი-აუგსბურგი 1:2 (1:0)
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, ჰექტორი, მავრაი, ოლკოვსკი, ვიმერი, გერჰარდტი, რისე (ბროკერი 70), სვენტო (მატუშიკი 46), ვიოგტი, უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
აუგსბურგი: მანინგერი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (ჰონგი 90), ტობიას ვერნერი (ეშვაინი 85), ალტინტოპი, ბობადილია, ჯურიჩიჩი (მოლდერსი 77)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლები: 1:0 უჯა (13), ჯურიჩიჩი (53), 1:2 ეშვაინი (90+2)
გაფრთხილება: კორი (36)
მსაჯი: ველცი
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 1:3 (1:1)
ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, გულსელამი (სობეხი 74), კიოტაკე (პრიბი 68), შმიდებახი, შტინდლი, ბრიანი (ბიტენკური 68), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, კნოჩე, ნალდო, როდრიგესი, გულავოგი, ლუის გუსტავო, დე ბრუინი, პერიშიჩი (შეფერი 88), ვიერინია (არნოლდი 83), ოლიჩი (დოსტი 66)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 დე ბრუინი (4), 1:1 ხოსელუ (45), 1:2 დოსტი (70), 1:3 არნოლდი (85)
გაფრთხილება: მარსელო (71), დე ბრუინი (84), საკაი (90)
მსაჯი: შმიდტი
პადერბორნი-ფრაიბურგი 1:1 (0:1)
პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰანემაიერი, შტროდიკი, ციგლერი (კაჩუნგა 46), ბაკალორცი (ვრანჩიჩი 70), ბრუკნერი, კოჩი, მეჰა, რუპი, ვემერი (კუჩკე 80), საგლიკი
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენტრაიტერი
ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, კრმაში (კემპფი 85), ზორგი, ტორეხონი, დარიდა, ჰოლფერი, კლაუსი, შმიდი, ფრაისი (გუიდე 79), მეჰმედი (ფრანცი 85)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 0:1 დარიდა (18 პენ),. 1:1 კაჩუნგა (89)
გაფრთხილება: კაჩუნგა (60), ჰოლფერი (63), დარიდა (74), მეჰმედი (77), გუიდე (90), საგლიკი (90+1)
მსაჯი: შიპელი
შტუტგარტი-შალკე 0:4 (0:3)
შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი (გინჩეკი 60), რუდიგერი, გენტნერი, გრუეზო, ჰლუშეკი, ლეიტნერი (შვააბი 31), სარარერი (რომეუ 46), ჰარნიკი, ტიმო ვერნერი
მწვრთნელი: არმინ ფე
შალკე: ფერმანი, აოგო, ფუხსი, ჰიოვედესი, კირხოფი, უჩიდა, ბარნეტა (აიჰანი 80), მაიერი (კლემენსი 70), ნიიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი (სანე 86), ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (1), 0:2 მაიერი (9), 0:3, 0:4 ჩუპო-მოტინგი (21, 61)
მსაჯი: მაიერი
ბაიერნი-ლევერკუზენი 1:0 (0:0)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი, ალონსო, გიოტცე (როდე 46), რიბერი, მიულერი (შვაინშტაიგერი 88), რობენი, ლევანდოვსკი (ჰიობერგი 90+3)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი (როლფესი 62), ჩალჰანოღლუ, კასტრო, სონი (დრმიჩი 62), კილსინგი (რობი კრუზე 74)
გოლი: 1:0 რიბერი (51)
გაფრთხილება: სონი (41), კასტრო (69), ბელარაბი (88)
მსაჯი: კირხერი