ფეხბურთი

0:40 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში წაუგებელი აღარავინაა

ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე იმით გამოირჩა, რომ გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა წააგო და ამით პრემიერლიგაში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა.


ლონდონელები “სენტ ჯეიმს პარკს ესტუმრნენ” და შეხვედრა აქტიურადაც დაიწყეს. ედენ აზარსა და ვილიანს საწყის ნახევარ საათში კარგი მომენტები შეექმნათ, მაგრამ ოდნავ ააცილეს მიზანს. ამის შემდეგ მასპინძლებიც გააქტიურდნენ და კოლბეკს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუამ აჯობა. ტაიმის ბოლოს ოსკარს შეეძლო ეფეტური გოლის გატანა, თუმცა არც მას გაუმართლა.

მეორე ნახევარში გადამწყვეტი სიტყვა ალან პარდიუსი იყო, რომელმაც შეცვლა გამოიცნო და პაპის სისე შემოუშვა მოედანზე, რომელმაც 55-ე და 78-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა. შეხვედრის ბოლოს მოედანზე ვითარება ოდნავ დაიძაბა, 81-ე წუთზე მოედნიდან ტეილორი გააძევეს, რასაც ორ წუთში დროგბას მორიგი გოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში დიეგო კოშტას მშვენიერი მომენტი შეექმნა, მაგრამ მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა და “ჩელსიმ” პირველად წააგო.

“ჩელსის” წაგებით ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ” და კონკურენტთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. მასპინძლებმა იაია ტურეს პენალტით იმარჯვეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, პელეგრინის ამ მატჩმა ბევრი საფიქრალი მისცა, რადგან კლუბის მთავარი ლიდერი სერხიო აგუერო დაშავდა და მე-7 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. ჯერჯერობით უცნობია არგენტინელის ტრავმის სიმძიმე.

ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ კვლავ წაიბორძიკა ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც პირველ ნახევარში სამი უპასუხო გაუშვა “სტოკისგან”. პიტერ კრაუჩმა პირველივე წუთზე დააწინაურა მასპინძლები, რასაც ბოიან კრიკიჩი და უოლტერსის გოლები მოჰყვა ტაიმის ბოლოსკენ.

მეორე ნახევარში “მეთოფეები” გააქტიურდნენ და 68-ე და 70-ე წუთებზე სანტი კასორლამ და აარონ რემსიმ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. სტუმრები ქულის გადასარჩენად მთელი ძალებით წავიდნენ და “სტოკს” ძალიან გაუჭირდებოდა რომ არა კალუმ ჩემბერსის გაძევება, რომელმაც 78-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. “სტოკმა კი, დაცვაში ყურადღებით ითამაშა და სამი ქულა ხელიდან არ გაუშვა.

მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა “ლივერპულმა”, რომელმაც შინ “სანდერლენდის” დამარცხება ვერ შეძლო. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა “წითლების” რიგებში მაღალი კლასის ფორვარდის დეფიციტი აშკარად იგრძნობა. ლუის სუარესის წასვლის შემდეგ “ლივერპულის” შარშანდელი მრისხანე შეტევისგან აღარაფერი დარჩა და კლუბს ძალიან უჭირს გოლის გატანა. “ლივერპული” 21 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

“ლივერპულის” მსგავსად უგოლო ფრე ითამაშა ლონდონის “ტოტენჰემმაც”, რომელმაც შინ “კრისტალ პალასს” ვერ აჯობა. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა “ჰალისა” და “ვესტ ბრომვიჩის” შეხვედრაში, ხოლო “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” ფერისა და აუსტინის გოლებით “ბარნლი” დაამარცხა.

ნიუკასლი – ჩელსი 2:1 (0:0)


ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1):
ელიოტი (ალნვიკი 46), ს.ტეილორი, კოლოჩინი, დუმეტი, ჯანმაატი, ტიოტე, კოლბეკი, კაბელია (სისე 53), ამეობი (უილიამსონი 83), სისოკო, პერესი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა (ფელიპე ლუისი 67), ივანოვიჩი, მიკელი, ფაბრეგასი, ოსკარი (შურლე 61), ვილიანი (დროგბა 67), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0;2:0 სისე (58;78), 2:1 დროგბა (83).
გაფრთხილებები: სისოკო, ტეილორი, ტიოტე – შურლე, ფაბრეგასი, კოშტა
გაძევება: ტეილორი 81.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სტოკი – არსენალი 3:2 (3:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, მუნიესა (ველანი 63), შოუკროსი, პიტერსი, ბერდსლი, კამერონი, ნ’ზონზი, დიუფი (ადამი 70), კრკიჩი (ჰუტი 87), უოლტერსი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

არსენალი (4-2-3-1): მარტინესი, მერტესაკერი, ჩემბერსი, გიბსი (კემპბელი 92), ბელერინი (უელბეკი 46), რემსი, ფლამინი, კასორლა, ჩემბერლენი, სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 კრაუჩი (1), 2:0 კრკიჩი (35), 3:0 უოლტერსი (45), 3:1 კასორლა (68 პენ.), 3:2 რემსი (70).
გაფრთხილებები: მუნიესა, კრაუჩი, ადამი – გიბსი, ჩემბერლენი, ჩემბერსი
გაძევება: ჩემბერსი 78.
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ლივერპული – სანდერლენდი 0:0

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, შკრტელი, ტურე, ჯონსონი, მორენო, ჰენდერსონი, ლეივა, კოუტინიო (მარკოვიჩი 78), ლალანა (ჯერარდი 67), სტერლინგი, ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, ვერჯინი, რეველიერი, ბრიდკუტი, ლარსონი (კატერმოლი 70), გომესი, ჯონსონი (ბაკლი 79), ვიკჰემი, ალტიდორი (ალვარესი 70).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გაფრთხილებები:
ლეივა – ვერჯინი, ბრიდკუტი, ნაკლი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ტოტენჰემი – კრისტალ პალასი 0:0

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ფასიო, ვერტონგენი, დაიერი, დევისი, მეისონი (პაულინიო 66), ბენტალები, ლამელა (ჩადლი 46), ერიკსენი, კეინი, სოლდადო (ლენონი 83).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კრისტალ პალასი (4-1-4-1): სპერონი, ჰანგელანდი, დანი, კელი, იარდი, იედინაკი, ლედლი, მაკარტური, ბოლასი, ზაჰა (პანჩონი 66), შამახი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

გაფრთხილებები: ერიკსენი
მსაჯი: ლი მეისონი

ქპრ – ბარნლი 2:0 (0:0)

ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, დანი, ისლა, იუნი, ჰენრი, ბარტონი, ვარგასი (მუტჩი 78), ფერი (ფილიპსი 91), ზამორა (კრანჩარი 66), აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, მი, მარნი, ჯონსი (იუტკევიჩი 86), არფილდი (ვოლასი 75), ბოიდი, ბერნსი (სორდელი 89), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 ფერი (51), 2:0 აუსტინი (74).
გაფრთხილებები: ფერი, აუსტინი – ბერნსი
გაძევება: აუსტინი 76.
მსაჯი: ჯონათან მოსი

ჰალი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი, როსენიორი (ბრედი 61), ჩესტერი, დოუსონი, მეილერი, ლივერმორი, ქუინი (რობერტსონი 60), ელმოჰამედი, ჰადლსტოუნი, ალუკო (იელავიჩი 77), ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკაული, ლესკოტი, უისდომი, პოცონიოლი, გარდნერი (ბრაუნი 80), მულუმბუ, სესენიონი (ვარელა 67), მორისონი, დორანსი, ანიჩებე (ბერაჰინო 73).
მწვრთნელი: ალან ირვინი

გაფრთხილებები: მეილერი – მულუმბუ
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

მე-9 წუთზე დორანსმა პენალტი ვერ გაიტანა

მანჩესტერ სიტი – ევერტონი 1:0 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდო, ტურე, ნავასი (ლამპარდი 78), ნასრი, მილნერი, აგუერო (პოცო 7,ჯეკო 63).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, ჰიბერტი, ბეინსი, ბეშიჩი (ბარკლი 56), ბერი, მირალაში (ოსმანი 88), კოულმენი, ეტო’ო, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ტურე (24 პენ.).
გაფრთხილებები: მანგალა, ფერნანდო, ტურე – კოულმენი, ბერი, ბარკლი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. აუსტინი (ქპრ) - 8.

0.132338