ფეხბურთი

19:18 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაი რამონ დიასმა ჩაიბარა

პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალეხანდრო დომინგესის განცხადებით, პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს არგენტინელი სპეციალისტი რამონ დიასი გაწვრთნის. მხარეებს შორის კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

55 წლის დიასმა პარაგვაელი ვიქტორ ხენესი შეცვალა, რომელიც ეროვნულმა ფედერაციამ წარუმატებელი თამაშის გამო დაითხოვა.

არგენტინელი სპეციალისტისთვის ნაკრებში მუშაობა უცხო ხილია. აქამდე დიასს მხოლოდ კლუბებში უმუშავია. აღსანიშნავია არგენტინელის "რივერ პლეიტში" მუშაობის ხანა, სადაც იგი კლუბის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად შერაცხეს.

0.116911