ყაზანის “რუბინის” ქართველი ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ინტერნეტპორტალ sportbox.ru-ს ვერსიით რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში “რუბინი” თავის მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” დამარცხდა (0:1), მაგრამ ხსენებული ინტერნეტპორტალი იუწყება, რომ კვირკველიამ საკმაოდ ღირსეულად ითამაშა.
მიმდინარე სეზონში 22 წლის კვირკველიამ 16-ივე მატჩი სრულად ჩაატარა.