ფეხბურთი

16:01 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” “კოლხეთს” ვერაფერი მოუხერხა

დღეს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის ორი მატჩი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე ლიდერთა ჯგუფში მყოფმა “სპარტაკმა” მოულოდნელად ფოთის “კოლხეთთან” 1:2 წააგო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ფოთელთაგან დუბლი დათა სიჭინავამ შეასრულა და ჯამში, წლევანდელ სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.

აჭარული დერბი კი მშვიდობიანად – 0:0 დასრულდა.

6 დეკემბერი

სპარტაკი (ცხინვალი) – კოლხეთი (ფოთი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 დათა სიჭინავა (40), 1:1 მერაბ გიგაური (42), 1:2 დათა სიჭინავა (77)

დინამო (ბათუმი) – შუქურა (ქობულეთი) 0:0

7 დეკემბერი

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); გიორგი პაპუნაშვლი (დინამო)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, გ. კიკაჩეიშვილი (1 დამხმარე ასისტენტი), ი. კვირიკაშვილი (2 დამხმარე ასისტენტი), ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ლუკა რაზმაძე, დავით ხურცილავა (დილა)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

ზუგდიდიზესტაფონი

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ღონღაძე (ზუგდიდი); ლევან შარიქაძე (ზესტაფონი)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, გ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

მერანი (მარტვილი) – სამტრედია

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ვაჟა ლომაშვილი (მერანი); გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამაშვილი, გ. ელიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი)

ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებული: შოთა ბაბუნაშვილი (ტორპედო)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ფიფია, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ირაკლი სამხარაძე, დავით სვანიძე (სიონი)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, დ. კვეტენაძე, დ. კურტანიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

1. დინამო თბილისი 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. დინამო ბათუმი 15 7 3 5 17:14 24
5. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
11. გურია 14 4 6 4 16:23 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.120291