ჭადრაკი

15:06 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გიორგაძემ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა

ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე იყო. 72 დელეგატიდან ყრილობას 56 ესწრებოდა. ფარული კენჭისყრით 56-ვე დელეგატმა ხმა გია გიორგაძეს მისცა, რომელმაც პრეზიდენტის სავარძელი მომდევნო 4 წლით შეინარჩუნა. პოსტები ასევე შეინარჩუნეს ვიცეპრეზიდენტმა ზურა მიქაძემ და გენერალურმა მდივანმა აკაკი იაშვილმა.

“მსოფლიო სპორტი” დაწვრილებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით.

0.147969