ჭადრაკი

21:13 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრანპრის მეოთხე ეტაპი მერი არაბიძემ მოიგო

ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრანპრის მეოთხე ეტაპი. პირველი ადგილი მერი არაბიძემ მოიპოვა, რომელმაც უახლოეს მდევრებს ქულა ნახევრით გაუსწრო. 6.5-6.5 ქულით მეორე მესამე ადგილები შესაბამისად სოფო გვეტაძემ და სალომე ხაჟომიამ დაიკავეს.

0.111812