კალათბურთი

16:41 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკ გასოლს მუხლის ტრავმა აწუხებს

“მემფის გრიზლის” ესპანელმა ცენტრმა მარკ გასოლმა “ჰიუსტონთან” მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას NBA.com ავრცელებს.

გასოლმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მარკი პარკეტს. ესპანელი გამოკვლევებს იტარებს.

მიმდინარე სეზონში მარკ გასოლი “მემფის გრიზლის” ლიდერია, საშუალოდ ერთ მატჩში მისი მონაგარი გახლავთ 19.4 ქულა და 8 მოხნა.

0.1263