როგორც ფრანგული საინფორმაციო პორტალი RMC იუწყება, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მცველი ერიკ აბიდალი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
აქვე ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი “ბარსელონაში” დაბრუნდება და კლუბში სამუშაო ადგილს მიიღებს. თუმცა ამ ინფორმაციას ერიკ აბიდალი უარყოფს.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ბერძნული კლუბის მაისურით 12 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.