თურმე, მექსიკელი ფორვარდი კუატემოკ ბლანკო კიდევ თამაშობს. მან კლუბ “პუებლასთან” კონტრაქტი ნახევარი წლით გააგრძელა. ბლანკო 41 წლისაა და მიმდინარე სეზონის 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ბლანკოს მექსიკის ნაკრებში 120 მატჩი ჩაუტარებია და 39 გოლი მიუთვლია. მას უთამაშია 1998, 2002 და 2010 წლის მუნდიალებზე.
ბლანკოს ხსენებისას, ყველას თვალწინ დაუდგება მისი ორიგინალური ფინტი: როცა ბურთს მუხლებში მოიგდებდა ხოლმე.