ფეხბურთი

21:03 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუდიონსენი “ბოლტონში” დაბრუნდა

ვეტერანი ისლანდიელი ფეხბურთელი ეიდურ გუდიონსენი “ბოლტონში” დაბრუნდა. 36 წლის ფეხბურთელი “ბრიუგედან” წასვლის შემდეგ უკლუბოდ იმყოფებოდა, “ბოლტონში” ვარჯიშისას კი მწვრთნელ ნილ ლენონს თავი მოაწონა და კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

გუდიონსენის გარდა, “ბოლტონი” კიდევ ერთ გამოცდილ მოთამაშესთან, ემილ ჰესკისთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

“ემილი თავისუფალი აგენტია. მახსოვს, როცა “ლესტერში” თამაშობდა, “სელტიკი” ცდილობდა ჰესკის შეძენას, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჰესკი კარიერის მიწურულს გადმოვიდა ჩვენთან, ვფიქრობ, სარგებლობას მოგვიტანს. მიუხედავად ამისა, ჰესკის საკითხი ჯერ არ გარკვეულა”, - განაცხადა ლენონმა.

0.109668